AP ფსიქოლოგიის მასწავლებელი - ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამა
ევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას AP ფსიქოლოგიის მასწავლებლის პოზიციაზე ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამაში - American School of Advanced Studies (ASAS).
ჩვენ ვეძებთ ფსიქოლოგიის სფეროში ღრმა ცოდნის მქონე, მოტივირებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ პედაგოგს, რომელიც წარმართავს კოლეჯის დონის, აკადემიურად ინტენსიურ სასწავლო პროცესს College Board-ის AP Psychology პროგრამის შესაბამისად და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კვლევითი, ანალიტიკური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარების განვითარებას.
სამუშაო ენა - ინგლისური
ძირითადი მოვალეობები
AP ფსიქოლოგიის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება College Board-ის AP Psychology Course and Exam Description-ის მოთხოვნების შესაბამისად
ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებების სწავლება, მათ შორის: ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები, კოგნიცია, სწავლა, განვითარება, სოციალური ფსიქოლოგია, პიროვნება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა
სამეცნიერო კვლევის მეთოდების, ეთიკური პრინციპებისა და მონაცემთა ანალიზის ინტეგრირება სასწავლო პროცესში
საინტერესო და აკადემიურად ინტენსიური გაკვეთილების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების, კვლევითი ინტერესისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის განვითარებას
მოსწავლეთა მომზადება AP Psychology გამოცდისთვის მიზნობრივი სწავლების, პრაქტიკული ტესტების, საცდელი შეფასებებისა და საგამოცდო სტრატეგიების გამოყენებით
AP სტანდარტებთან და სასწავლო მიზნებთან შესაბამისი განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასებების მომზადება და ჩატარება
ინკლუზიური, პატივისცემაზე დაფუძნებული და აკადემიურად მომთხოვნი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განვითარებასა და კეთილდღეობას
მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის რეგულარული მონიტორინგი, შეფასება და შედეგების კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან
დასწრების, შეფასებებისა და აკადემიური მონაცემების ზუსტი აღრიცხვა სკოლის პოლიტიკის შესაბამისად
სასწავლო ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური შედეგების გასაუმჯობესებლად
კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ინტერდისციპლინარული პროექტებისა და პროგრამის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობის მიზნით
პედაგოგიურ შეხვედრებში, პროფესიული განვითარების აქტივობებსა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა
American School of Advanced Studies-ის მისიის, ღირებულებებისა და პოლიტიკის დაცვა და პროფესიული სტანდარტების მაღალ დონეზე შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, განათლებაში ან შესაბამის სფეროში; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად
საშუალო სკოლის ან უმაღლესი განათლების საფეხურზე ფსიქოლოგიის სწავლების გამოცდილება
College Board-ის AP Psychology სასწავლო პროგრამისა და შეფასების პრაქტიკის საფუძვლიანი ცოდნა
კვლევის მეთოდების, მონაცემთა ანალიზისა და ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებების სწავლების უნარი
ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და კლასის მართვის ძლიერი უნარები
თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი პედაგოგიური მეთოდების გამოყენების უნარი
მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა და მოსწავლეთა აკადემიური წარმატების ხელშეწყობისადმი მაღალი პასუხისმგებლობა
პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისადმი მზაობა
ინგლისური ენის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე
სასურველი კვალიფიკაცია
AP Psychology-ის სწავლების გამოცდილება
IB Psychology-ის, A-Level Psychology-ის ან სხვა გაძლიერებული საშუალო სკოლის პროგრამის სწავლების გამოცდილება
American School-ის ან საერთაშორისო სკოლის გარემოში მუშაობის გამოცდილება
AP გამოცდებისთვის მოსწავლეთა მომზადებისა და AP სტანდარტებთან შესაბამისი შეფასებების შემუშავების გამოცდილება
AP Psychology Teacher - ASAS
European School is announcing a vacancy for the position of AP Psychology Teacher at the American School of Advanced Studies (ASAS).
We are looking for a knowledgeable, motivated, and student-centered educator who will deliver a rigorous, college-level curriculum aligned with the College Board AP Psychology framework and support students in developing critical thinking, research, analytical, and evidence-based reasoning skills.
Working Language - English
Key Responsibilities
Plan and deliver AP Psychology lessons in alignment with the College Board AP Psychology Course and Exam Description
Teach the major content areas of psychology, including biological bases of behavior, cognition, learning, development, social psychology, personality, and mental and physical health
Integrate scientific research methods, ethical principles, and data analysis into classroom instruction
Develop engaging and academically rigorous lesson plans that promote critical thinking, inquiry, and evidence-based reasoning
Prepare students for the AP Psychology Exam through targeted instruction, practice assessments, mock examinations, and exam-taking strategies
Design and administer formative and summative assessments aligned with AP standards and learning objectives
Foster an inclusive, respectful, and academically challenging learning environment that supports student growth and well-being
Monitor and assess students’ academic progress and communicate results regularly to students, parents, and school administration
Maintain accurate records of attendance, grades, and assessment data in accordance with school policies
Utilize instructional technology and a variety of teaching strategies to enhance student engagement and academic achievement
Collaborate with colleagues and administrators to support interdisciplinary initiatives and continuous program improvement
Participate in faculty meetings, professional development activities, and school events as required
Uphold the mission, values, and policies of the American School of Advanced Studies and maintain the highest standards of professionalism
Qualification Requirements
The candidate should have:
A bachelor’s degree in Psychology, Education, or a related field; a master’s degree will be considered an advantage
Previous experience teaching Psychology at the high school or college level
Strong knowledge of the College Board AP Psychology curriculum and assessment practices
Ability to teach psychological research methods, data analysis, and the major content areas of psychology
Excellent communication, organizational, and classroom management skills
Ability to use instructional technology and a variety of modern teaching strategies
A student-centered approach and a strong commitment to student success
Commitment to continuous professional growth and improvement of teaching practice
Professional-level proficiency in English
Preferred Qualifications
Previous experience teaching AP Psychology
Experience teaching IB Psychology, A-Level Psychology, or another advanced secondary-level programme
Experience working in an American or international school setting
Experience preparing students for AP examinations and developing assessments aligned with AP standards