ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი / English Language and Literature Teacher
For English please scroll down
ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი / English Language and Literature Teacher
პროგრამა - ამერიკული უმაღლესი სკოლა (ASAS)
სამუშაო ენა - ინგლისური
ევროპული სკოლა ეძებს მოტივირებულ, პროფესიონალ და თანამედროვე განათლებაზე ორიენტირებულ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს / English Language and Literature Teacher-ს, რომელიც შეუერთდება ჩვენს აკადემიურ გუნდს. იდეალური კანდიდატი შეძლებს მოსწავლეებში ინგლისური ენისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას, ენობრივი და ანალიტიკური კომპეტენციების განვითარებას, ლიტერატურული ტექსტების სიღრმისეულ გააზრებას და კომუნიკაციური, აკადემიური და კრიტიკული აზროვნების უნარების ხელშეწყობას.
ძირითადი მოვალეობები:
- ინგლისური ენისა და ლიტერატურის საინტერესო, ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სკოლის სასწავლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად;
- მოსწავლეების მხარდაჭერა ინგლისურ ენაზე კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირი მეტყველების უნარების განვითარებაში;
- მოსწავლეებში აკადემიური წერის, ტექსტის ანალიზის, არგუმენტაციის, კვლევითი და პრეზენტაციის უნარების გაძლიერება;
- სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული და არალიტერატურული ტექსტების შესწავლა, ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- მოსწავლეებში ლიტერატურის, კულტურის, იდენტობის, თანამედროვე საზოგადოების და გლობალური საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება;
- საკლასო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ მონაწილეობას, შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას, აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას;
- სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და აკადემიური დონის გათვალისწინებით;
- მოსწავლეთა პროგრესის შეფასება განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასებების საშუალებით;
- მოსწავლეების მხარდაჭერა ესეების, კვლევითი ნაშრომების, ზეპირი პრეზენტაციების, პროექტებისა და შეფასებითი კომპონენტების მომზადების პროცესში, შესაბამისი კრიტერიუმებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
- კოლეგებთან თანამშრომლობა ინტერდისციპლინარული სწავლების მხარდასაჭერად და ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლების კავშირების გაძლიერება სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებასთან;
- მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ემოციური განვითარების მხარდაჭერა;
- უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში ჩართულობა და სკოლის აკადემიური კულტურის განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლებაში, განათლებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ან შესაბამის სფეროში;
- ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- საერთაშორისო სასკოლო გარემოში, ამერიკული სასწავლო პროგრამის ან IB Programme-ის ფარგლებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ცოდნა;
- ლიტერატურული და არალიტერატურული ტექსტების ანალიზის, აკადემიური წერისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების ძლიერი უნარი;
- მოსწავლეებში კომუნიკაციის, არგუმენტაციის, კვლევის, ზეპირი მეტყველებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების ძლიერი უნარი;
- საკლასო მენეჯმენტისა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები;
- სხვადასხვა კულტურული გარემოს მქონე მოსწავლეების შთაგონებისა და მოტივირების უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა, მოქნილობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
რას გთავაზობთ:
- კონკურენტული სახელფასო პაკეტი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- მხარდამჭერი და ინკლუზიური სასკოლო საზოგადოება;
- თანამედროვე და დინამიკური სასწავლო გარემო;
- შესაძლებლობა, შეიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი მრავალენოვანი, კულტურულად მგრძნობიარე, პასუხისმგებლიანი და გლობალურად მოაზროვნე მომავალი თაობის განვითარებაში.
English Language and Literature Teacher
Program - American School of Advanced Studies (ASAS)
European School is seeking a passionate, professional, and modern education-oriented English Language and Literature Teacher to join our academic team. The ideal candidate will inspire students to develop a strong interest in English language and literature, strengthen their linguistic and analytical competencies, enhance their ability to interpret literary and non-literary texts, and support the development of communication, academic, and critical thinking skills.
Key Responsibilities:
- Plan and deliver engaging, interactive, and student-centered English Language and Literature lessons aligned with the school’s curriculum.
- Support students in developing their reading, writing, listening, and speaking skills in English.
- Strengthen students’ academic writing, textual analysis, argumentation, research, and presentation skills.
- Guide students in the study, analysis, and interpretation of literary and non-literary texts across different genres.
- Integrate literature, culture, identity, contemporary society, and global issues into the learning process.
- Create a safe, inclusive, and stimulating classroom environment that encourages active participation, creativity, critical thinking, academic integrity, and respect for cultural diversity.
- Use a variety of teaching strategies and educational technologies to meet the individual needs and academic levels of diverse learners.
- Assess and evaluate student progress through formative and summative assessments.
- Support students in the preparation of essays, research papers, oral presentations, projects, and assessment components, ensuring alignment with relevant criteria and the principles of academic integrity.
- Collaborate with colleagues to strengthen interdisciplinary learning and support meaningful connections between English language and literature and other subject areas.
- Support students in their academic, social, and emotional development.
- Engage in ongoing professional development and contribute actively to the academic life and development of the school.
Qualifications and Skills:
- Bachelor’s or Master’s degree in English Philology, English Language and Literature Teaching, Education, Humanities, or a related field.
- Experience teaching English Language and Literature will be considered a strong advantage.
- Experience working within an international school environment, American curriculum, or IB Programme will be considered an advantage.
- Strong understanding of modern teaching methodologies and student-centered learning approaches.
- Excellent ability to teach literary and non-literary text analysis, academic writing, and critical thinking.
- Strong ability to develop students’ communication, argumentation, research, oral expression, and creative thinking skills.
- Excellent classroom management and communication skills.
- Ability to inspire and motivate students from diverse cultural backgrounds.
- Strong organizational skills, responsibility, flexibility, and ability to work effectively in a team.
- High level of English language proficiency.
What We Offer:
- A competitive salary package.
- Professional development opportunities.
- A supportive and inclusive school community.
- A modern and dynamic teaching environment.
- Opportunity to contribute to the development of multilingual, culturally aware, responsible, and globally minded future citizens.
- Join us at European School and help students discover the power of language, literature, culture, and ideas through meaningful, engaging, and inspiring learning experiences!