შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროგრამის დაწყებითი საფეხურის (IB PYP) და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე წავკისში.
თანამდებობის მიზანი: მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა: საჭირო მასალების კოპირება და მიწოდება მასწავლებლისთვის, ისე რომ არ შეფერხდეს გაკვეთილის მიმდინარეობა;
- საჭიროების შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლეებისთვის დახმარების აღმოჩენა;
- მოსწავლეების საკლასო ოთახებში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
- მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
- საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის სამოსის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა;
- ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დროს მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- მოსწავლეების საბუთების მოწესრიგება-კონტროლი;
- სემესტრის ბოლოს კოორდინატორის ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ;
- კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნა:
ინგლისური ენის ცოდნა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB PYP) პროგრამის შემთხვევაში.
მომსახურების გაწევის პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- აკურატულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კეთილგანწყობილობა;
- ყურადღებიანობა;
- დაკვირვებულობა;