შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას ექიმის თანაშემწის/ექთნის პოზიციაზე წავკისში.
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
თანამდებობის მიზანი: მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა და კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესში მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს დახმარება სკოლის ექიმს მისი ფუნქციების შესრულებაში;
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სკოლის ექიმის მითითებით მოსწავლეს აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება. ექიმის არყოფნის შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ჩაატაროს პირველადი სამედიცინო მანიპულაციები და ინციდენტის შესახებ შეატყობინოს სკოლის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
- მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გასცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში პირველადი დახმარება გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს.
- მონაწილეობას იღებს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ ზედამხედველობაში, მოსწავლეთა ჯანმრთელობითი განათლებისა და პირადი ჰიგიენის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარებაში.
პასუხისმგებლობები:
- საქართველოს კანონმდებლობლობით განსზღვრული შრომის წესების დაცვა;
- საქართველოს შრომის კანონის, ხელშეკრულების, სკოლის შინაგანაწესის, დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებების, დადგენილი წესებისა და სხვა პროცედურების დაცვა;
- დასაქმებული ვალდებულია არ გაახმაუროს სამუშაოსთან დაკავშირებული
მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს
დამსაქმებელს/მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ან/და დამსაქმებლის კონტრაგენტებს (იმ შემთხვევაში, თუ ხელი მიუწვდება, ან მისთვის ცნობილი გახდა ამგვარი ინფორმაცია), გარდა კანონით პირდაპირ მითითებული შემთხვევებისა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- პროფესიული სამედიცინო განათლება, რომელიც უფლებას აძლევს სკოლაში განახორციელოს სკოლის ექიმის თანაშემწის/ექთნის საქმიანობა დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
- ექთნად მუშაობის ლიცენზია/სერტიფიკატი
გამოცდილება
- სასურველია ექთნად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- პროფესიული ცოდნა;
- ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა:
- საქართველოს მთავრობის იმ საკანონდებლო აქტების ცოდნა, რომლებიც ეხება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების დაწესებულებებს;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
კომპიუტერული პროგრამები:
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- ყურადღებიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინსტრუციებისა და პროცედურების დაცვის უნარი.