მასწავლებლის ასისტენტი
18-05-2026 - 18-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროგრამის დაწყებითი საფეხურის (IB PYP) და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე

თანამდებობის მიზანი: მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ფუნქცია-მოვალეობები:   

  • გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა: საჭირო მასალების კოპირება  და მიწოდება მასწავლებლისთვის, ისე რომ არ შეფერხდეს გაკვეთილის მიმდინარეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლეებისთვის დახმარების აღმოჩენა;
  • მოსწავლეების საკლასო ოთახებში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის სამოსის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა;
  • ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დროს მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • მოსწავლეების საბუთების მოწესრიგება-კონტროლი;
  • სემესტრის ბოლოს კოორდინატორის ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

აუცილებელი მოთხოვნა:

ინგლისური ენის ცოდნა IB PYP პრორამის შემთხვევაში.

 

მომსახურების გაწევის პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • აკურატულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილგანწყობილობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დაკვირვებულობა;

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!