For English, please scroll down
სატელევიზიო სტუდიის სპეციალისტი
ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ, ტექნიკურად გამართულ და პასუხისმგებლიან სატელევიზიო სტუდიის სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და პასუხისმგებელი იქნება სკოლის სატელევიზიო სტუდიის ტექნიკურ მართვაზე, ვიდეოგადაღებების ორგანიზებასა და აუდიოვიზუალური მასალის პროფესიონალურ დამუშავებაზე.
სატელევიზიო სტუდიის სპეციალისტი უზრუნველყოფს სტუდიის ყოველდღიურ ტექნიკურ გამართულობას, ვიდეო და აუდიო აპარატურის სწორ გამოყენებას, გადაღებების ტექნიკურ მხარდაჭერას, ვიდეომასალის მონტაჟსა და საბოლოო პროდუქტის მომზადებას. პოზიცია ასევე მოიცავს სასკოლო ღონისძიებების, ინტერვიუების, საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვა მედიააქტივობების ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე მოსწავლეებისა და თანამშრომლების მხარდაჭერას სტუდიური ტექნიკის უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენებაში.
ძირითადი მოვალეობები
უზრუნველყოს სკოლის სატელევიზიო სტუდიის ყოველდღიური ტექნიკური მართვა და გამართული ფუნქციონირება;
მართოს და მოამზადოს ვიდეოკამერები, მიკროფონები, განათების სისტემები, აუდიოტექნიკა, ვიდეომიქშერები, მონიტორები და სხვა სტუდიური მოწყობილობები;
უზრუნველყოს ვიდეოგადაღებების ტექნიკური დაგეგმვა, მომზადება და განხორციელება;
ტექნიკურად უზრუნველყოს ინტერვიუები, სასკოლო ღონისძიებები, პრეზენტაციები, საგანმანათლებლო პროექტები, ვიდეოგადაცემები და სხვა აუდიოვიზუალური აქტივობები;
განახორციელოს გადაღებული ვიდეო და აუდიომასალის მონტაჟი, დამუშავება და საბოლოო ფორმატში მომზადება;
უზრუნველყოს ვიდეომასალაში ხმის, გამოსახულების, განათების, ტიტრების, გრაფიკული ელემენტებისა და სხვა ტექნიკური კომპონენტების შესაბამისი ხარისხი;
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს პირდაპირი ტრანსლაციების, ონლაინ ღონისძიებებისა და ჰიბრიდული ფორმატის აქტივობების ტექნიკური მხარდაჭერა;
გადაღებამდე შეამოწმოს ყველა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის გამართულობა და დროულად აღმოფხვრას მარტივი ტექნიკური ხარვეზები;
უზრუნველყოს სტუდიური ტექნიკის სათანადო შენახვა, მოვლა, აღრიცხვა და უსაფრთხო გამოყენება;
გამოავლინოს ტექნიკის შეკეთების, ჩანაცვლების ან განახლების საჭიროებები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის ადმინისტრაციას;
უზრუნველყოს ვიდეოფაილების ორგანიზებული შენახვა, არქივირება და საჭირო მასალების ხელმისაწვდომობა;
დაიცვას სკოლის მონაცემთა დაცვის, კონფიდენციალურობის, safeguarding-ის, უსაფრთხოებისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის შესაბამისი პოლიტიკები;
მოსწავლეებსა და თანამშრომლებს გაუწიოს ტექნიკური კონსულტაცია და მხარდაჭერა სტუდიური აღჭურვილობის გამოყენებისას;
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს გააცნოს ვიდეოგადაღების, განათების, აუდიოჩაწერისა და მონტაჟის ძირითადი პრინციპები;
ითანამშრომლოს სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდთან და სხვა შესაბამის თანამშრომლებთან მედია პროექტების განხორციელების პროცესში;
მიიღოს მონაწილეობა სკოლის შეხვედრებსა და პროფესიული განვითარების შესაბამის აქტივობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტელე-რადიო წარმოების, კინემატოგრაფიის, მედია წარმოების, აუდიოვიზუალური ხელოვნების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამის მიმართულებაში;
ვიდეოგადაღებისა და ვიდეომონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
ვიდეოკამერების, მიკროფონების, განათების მოწყობილობებისა და სხვა სტუდიური ტექნიკის გამოყენების ცოდნა;
ვიდეომონტაჟის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
ვიდეო და აუდიო სიგნალის, კადრირების, განათებისა და ხმის ჩაწერის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
ძლიერი ორგანიზაციული უნარები და რამდენიმე დავალების პარალელურად ეფექტიანად მართვის შესაძლებლობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის აუდიოვიზუალური პროდუქტის შექმნისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
მოსწავლეებთან და სკოლის თანამშრომლებთან პროფესიონალურად და კეთილგანწყობით მუშაობის უნარი;
ტექნიკის უსაფრთხო გამოყენებისა და სამუშაო გარემოს მოწესრიგებულად მართვის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
დამატებითი უპირატესობები
სატელევიზიო, ვიდეოპროდუქციის ან პროფესიონალურ სტუდიურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
Adobe Premiere Pro, DaVinci Resolve, Final Cut Pro ან სხვა პროფესიონალური ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა;
Adobe After Effects-ის, Photoshop-ის ან სხვა გრაფიკული და ვიზუალური დამუშავების პროგრამების გამოყენების გამოცდილება;
პირდაპირი ეთერისა და live streaming ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
OBS Studio-ს, ATEM-ის ან სხვა ვიდეომიქშერისა და ტრანსლაციის სისტემების ცოდნა;
ფოტოგრაფიისა და ფოტო დამუშავების გამოცდილება;
მოძრავი გრაფიკის, ანიმაციის ან ვიზუალური ეფექტების შექმნის უნარი;
სასკოლო, საგანმანათლებლო ან ახალგაზრდულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
მოსწავლეებისთვის ვიდეოწარმოების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაზიარების ან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
ძლიერი პრობლემების გადაჭრის, დროის მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ
თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტუდიური აღჭურვილობით მუშაობის შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობებს;
მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
მრავალფეროვან სასკოლო, შემოქმედებით და საგანმანათლებლო მედია პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
სკოლის მედია და ციფრული კომუნიკაციების მიმართულების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.
TV Studio Specialist
We are seeking a qualified, technically skilled, and responsible Television Studio Specialist to join our team and take responsibility for the technical management of the school's television studio, video production, and professional post-production of audiovisual content.
The Television Studio Specialist will ensure the smooth day-to-day technical operation of the studio, the proper use of video and audio equipment, technical support for filming and production, video editing, and preparation of final audiovisual content. The role also includes providing technical support for school events, interviews, educational projects, and other media activities, as well as supporting students and staff in the safe and effective use of studio equipment.
Key Responsibilities
Manage the day-to-day technical operation of the school's television studio and ensure that all studio systems function effectively;
Operate and prepare video cameras, microphones, lighting systems, audio equipment, video switchers, monitors, and other studio equipment;
Plan, prepare, and provide technical support for video shoots and productions;
Provide technical production support for interviews, school events, presentations, educational projects, video programmes, and other audiovisual activities;
Edit and process recorded video and audio material and prepare final content for publication or distribution;
Ensure appropriate quality of sound, image, lighting, titles, graphics, and other technical components of video content;
Provide technical support for live streaming, online events, and hybrid activities where required;
Check all relevant equipment before filming and troubleshoot routine technical issues in a timely manner;
Ensure the proper storage, maintenance, inventory, and safe use of studio equipment;
Identify equipment maintenance, repair, replacement, or upgrade needs and communicate them to school management;
Maintain an organized system for storing and archiving video files and audiovisual materials;
Follow school policies related to data protection, privacy, safeguarding, health and safety, and student wellbeing;
Provide technical guidance and support to students and staff using the television studio;
Where appropriate, introduce students to the basic principles of video production, camera operation, lighting, audio recording, and editing;
Collaborate with school leadership, teachers, marketing and communications staff, and other relevant colleagues on media projects;
Participate in school meetings and relevant professional development activities.
Qualifications & Requirements
Degree or professional qualification in Television Production, Film, Media Production, Audiovisual Arts, Information Technology, or a related field;
Practical experience in video production and video editing;
Experience operating video cameras, microphones, lighting equipment, and other studio technology;
Experience using video editing software;
Good understanding of basic video and audio production principles, including framing, lighting, sound recording, and signal management;
Ability to identify and resolve technical issues efficiently;
Strong organizational skills and the ability to manage multiple tasks and production requirements;
Strong attention to detail and commitment to producing high-quality audiovisual content;
Effective communication and teamwork skills;
Ability to work professionally and positively with students and school staff;
Commitment to the safe use, maintenance, and organization of technical equipment;
- Knowledge of English at a communicative level.
Preferred Skills
Previous experience in television production, video production, or a professional studio environment;
Experience with Adobe Premiere Pro, DaVinci Resolve, Final Cut Pro, or other professional video editing software;
Experience with Adobe After Effects, Photoshop, or other visual and graphic editing tools;
Experience with live broadcasting and live-streaming technologies;
Familiarity with OBS Studio, ATEM, or other video-switching and streaming systems;
Photography and photo-editing experience;
Experience creating motion graphics, animation, or visual effects;
Previous experience working in a school, educational, or youth-focused environment;
Experience delivering practical training or guidance to students in video production;
Strong problem-solving, time-management, and independent working skills.
What We Offer
Opportunity to work with modern studio equipment and audiovisual technologies;
Professional development and opportunities to expand technical skills;
A supportive and collaborative working environment;
Opportunities to contribute to a wide range of creative, educational, and school media projects;
An active role in the development of the school's media and digital communications activities.