შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას
დაცვა-მძღოლის თანამდებობაზე
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
თანამდებობის მიზანი:
დაცვა–მძღოლის პოზიციის მიზანია სკოლის მოსწავლეების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ასევე , პოზიცია გულისხმობს სასკოლო გარემოში უსაფრთხოებისა და წესრიგის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას, სკოლის მატერიალური ქონების დაცვასა და პოტენციური რისკების დროულ იდენტიფიკაციას, რათა შეიქმნას უსაფრთხო, სტაბილური და სასწავლო პროცესისთვის ხელსაყრელი გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
-
მოსწავლეთა უსაფრთხო, დროული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სასკოლო ავტობუსის მეშვეობით, მოქმედი საგზაო წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვით;
-
სკოლის ტერიტორიაზე და მიმდებარე სივრცეში უსაფრთხოების რეჟიმის უზრუნველყოფა;
-
სკოლაში შესულ–გასული პირების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირება;
-
სასკოლო ქონებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
-
საგანგებო სიტუაციების დროს ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება სკოლის შიდა რეგულაციების შესაბამისად;
-
სკოლის ადმინისტრაციასთან უწყვეტი თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
D კატეგორიის მართვის მოწმობა;
-
მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია;
- სკოლის შინაგანაწესი;
- შიდასამართლებრივი აქტები;
- ფიზიკური მომზადება.
სამუშაო გრაფიკი:
-
ორშაბათი – პარასკევი
-
სრული განაკვეთი