მაღაზიის კონსულტანტი
28-10-2026 - 26-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შ.პ.ს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

სკოლის შესახებ:

 

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

პოზიციის მიზანი:

მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა,  მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია და მაღაზიაში მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების კონსულტირება და მომსახურება;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის განთავსება, მოწესრიგება და მარაგების კონტროლი;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და სალარო ოპერაციების შესრულება;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებისა და მარაგების შესახებ ანგარიშგება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები.

 

სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია მაღაზიის კონსულტანტის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამოცდილების არქონის შემთხვევაში განიხილებიან მოტივირებული და პასუხისმგებლიანი კანდიდატებიც.

 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღეებია შაბათ-კვირა და ყველა უქმე დღესასწაული.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!