დაცვის სამსახურის ადმინისტრატორი/მოადგილე
11-06-2026 - 10-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის ადმინისტრატორის / მოადგილის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია სკოლის უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ადმინისტრაციული, ოპერაციული და დოკუმენტაციური პროცესების ეფექტიანი მხარდაჭერა, დაცვის თანამშრომელთა კოორდინაცია, შესაბამისობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება.

ძირითადი მოვალეობები

დაცვის სამსახურის ადმინისტრატორი / მოადგილე პასუხისმგებელი იქნება შემდეგ მიმართულებებზე:

  • უსაფრთხოების / დაცვის სამსახურის დოკუმენტაციის, ჩანაწერებისა და არქივის წარმოება;
  • შემომავალი და გამავალი წერილების მომზადება და ადმინისტრირება;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანგარიშების, აქტებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;
  • თანამშრომელთა ადმინისტრაციული ინფორმაციისა და შესაბამისი ჩანაწერების განახლება;
  • უსაფრთხოების / დაცვის სამსახურის პოლიტიკებისა და პროცედურების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სკოლის პოლიტიკის დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით სიახლეების მუდმივი მონიტორინგი, შესაბამის ტრენინგებზე დასწრება და მიღებული ინფორმაციის გაზიარება დაცვის თანამშრომლებისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში დაცვის თანამშრომლებისთვის შიდა ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება;
  • სკოლის უსაფრთხოების / დაცვის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია;
  • დაცვის თანამშრომელთა ცვლების, დასწრებისა და სამუშაო გრაფიკების შემუშავება, მართვა და ადმინისტრაციული კონტროლი;
  • ვიზიტორების, კონტრაქტორებისა და სტუმრების რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხოების ინციდენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა;
  • CCTV კამერების სისტემატური მონიტორინგი;
  • საეჭვო ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • ვიდეოჩანაწერების მოძიება, შენახვა და მოთხოვნის შესაბამისად მიწოდება;
  • CCTV სისტემების გამართულ მუშაობაზე დაკვირვება და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მხარდაჭერა სამსახურის საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და კოორდინაციის პროცესში;
  • დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის პერიოდში მისი ფუნქცია-მოვალეობებისა და უფლებამოსილებების შესრულება სკოლის შიდა რეგულაციებისა და ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად;
  • დაცვის სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
  • უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციული და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლობა შიდა შეხვედრებსა და სამუშაო პროცესებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება

  • სასურველია უმაღლესი განათლება ადმინისტრირების, სამართლის, უსაფრთხოების მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში;
  • უპირატესობად ჩაითვლება უსაფრთხოების, შესაბამისობის - Compliance, CCTV სისტემების ან ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით გავლილი ტრენინგები და სერტიფიკატები.

სამუშაო გამოცდილება

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება ადმინისტრაციულ, საოფისე, უსაფრთხოების ან სკოლის გარემოში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა, განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით:
    • შრომითი სამართალი;
    • უსაფრთხოებისა და დაცვის სფეროს რეგულაციები;
    • პერსონალური მონაცემების დაცვა;
    • საგანგებო სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული ნორმები და რეგულაციები;
  • შიდა პოლიტიკებთან, პროცედურებთან და შესაბამისობის სტანდარტებთან მუშაობის უნარი;
  • დოკუმენტაციის მართვის, ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანად წარმართვის უნარი;
  • ინფორმაციის კონფიდენციალურად დამუშავებისა და დაცვის უნარი;
  • კრიზისულ და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და ეფექტიანი მუშაობის უნარი;
  • ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების საბაზისო უნარები;
  • დროის ეფექტიანი მართვისა და მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის: Microsoft Office Suite - Word, Excel, Outlook, PowerPoint; Google Workspace; ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები;
  • სასურველია CCTV სისტემებთან მუშაობის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
  • ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები;
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • სკოლის გარემოში მუშაობის ეთიკის დაცვა;
  • სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებისა და ოპერატიული მოქმედების უნარი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<