ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
03-06-2026 - 20-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე IB Diploma Programme-ის ფარგლებში.

ვეძებთ მოტივირებულ, პროფესიონალ და ინოვაციურ პედაგოგს, რომელსაც აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძლიერი გამოცდილება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ცოდნა და საერთაშორისო სასწავლო გარემოში მუშაობის სურვილი.

ძირითადი მოვალეობები

პოზიცია გულისხმობს:

  • ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას IB DP პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად;
  • მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასებას და უკუკავშირის მიწოდებას;
    სასწავლო მასალების, აქტივობებისა და შეფასების
  • ინსტრუმენტების მომზადებას;
    მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და აკადემიური წერის განვითარებას;
  • სკოლის აკადემიურ გუნდთან, მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტურ თანამშრომლობას;
    სასკოლო და საგნობრივ პროექტებში აქტიურ მონაწილეობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ქართული ფილოლოგიის, განათლების ან შესაბამისი მიმართულებით;
    ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გამოცდილება;
  • საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • IB DP პროგრამის ცოდნა ან მასში მუშაობის სურვილი;
    ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაციის, ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის ძლიერი უნარები;
    მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიულ და საერთაშორისო სამუშაო გარემოს;
    განვითარებისა და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • თანამშრომლობაზე დაფუძნებულ აკადემიურ კულტურას;
    კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<