დებიტორების მართვის სპეციალისტი
18-06-2026 - 20-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია: ევროპული სკოლა
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
პოზიცია: დებიტორების მართვის სპეციალისტი
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
ევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას დებიტორების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.


პოზიციის მიზანია სკოლის დებიტორული ნაშთების ეფექტიანი მართვა, სწავლის საფასურის გადახდების მონიტორინგი, მშობლებთან კომუნიკაცია, ანგარიშგება და ფინანსურ-იურიდიულ გუნდებთან კოორდინაცია.


ძირითადი მოვალეობები:

  • გადახდის ვადების ყოველდღიური მონიტორინგი და ბაზების (Excel) რეგულარული განახლება;
  • მშობლებთან წერილობითი, სატელეფონო და პირადი
    კავშირი გადასახდელი თანხების დროული მობილიზებისა და მიმდინარე გადახდების კონტროლისთვის;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • ფინანსურ და იურიდიულ სამსახურებთან
    თანამშრომლობა რთული შემთხვევების მართვის მიზნით;
  • დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება და
    ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული უნარები და კომპეტენციები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
    გამართული და პროფესიული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<