აღმზრდელის ასისტენტი ინგლისურენოვან სექტორში
13-08-2026 - 04-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე ინგლისურენოვან სექტორში.

სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

პოზიციის მიზანი: მასწავლებელ-აღმზრდელის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მასწავლებლის დახმარება სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
  • აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
  • საკლასო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
  • ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
  • საკლასო სივრცის/სათამაშო გარემოს მოწესრიგებაში მონაწილეობა;
  • სკოლის პოლიტიკის, ეთიკის ნორმებისა და ბავშვთა დაცვის პრინციპების დაცვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • პროფესიული განათლება

გამოცდილება

  • სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
  • რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ;

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილგანწყობილობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დაკვირვებულობა;

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site);

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!