შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას
დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე (სმენაში)
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
თანამდებობის მიზანი: ევროპული სკოლის მთელ ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისა და ქონების, მომსახურე პერსონალის, მოსწავლეების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან; სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესის, წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სკოლის მთელ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება;
- სკოლის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, სკოლის ინფრასტურქტურისა და ღირებული ინვენტარის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან;
- სასაშვო რეჟიმის კონტროლი; სკოლის ტერიტორიაზე შემოსულ და გასულ პირთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
- სკოლის პერიმეტრსა და სკოლაში განლაგებული კამერების მუდმივი კონტროლი და ყოველ სამ საათში მასალის შემოწმება;
- დაგვიანებული მოსწავლეებისა და თანამშრომლების აღრიცხვა-რეგისტრაცია;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვების აღრიცხვა;
- სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეების მიერ სკოლის უნებრათვოდ დატოვების კონტროლი;
- მოსწავლეთა ყოფაქცევისა და ჩაცმულობის კონტროლი სკოლის შინაგაწესის შესაბამისად;
- შესვენების დროს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა გადაადგილების კონტროლი და წესრიგის დაცვა;
- სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; პერიოდულად მოსწავლეების საკუთრებაში არსებული ნივთების შემოწმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
- კომპტენციის ფარგლებში უშუალოდ უფროსის სხვა დავალებების შესრულება;
კვალიფიკაცია:
განათლება
გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია;
- სკოლის შინაგანაწესი;
- შიდასამართლებრივი აქტები;
- ფიზიკური მომზადება.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღებიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინსტრუქციების, პროცედურების დაცვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი:
მორიგეობა ხორციელდება ყოველ მესამე დღეს — 24-საათიანი სამუშაო ცვლით, რის შემდეგაც გათვალისწინებულია ორი სრული დასვენების დღე.