შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
თანამდებობის მიზანი: აღსაზრდელებისთვის ინგლისური ენის სწავლება, მათი სმენისა და ვერბალური კულტურის განვითარებაზე ზრუნვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ოფიციალური სასწავლო პროგრამის მიხედვით საგაკვეთილო პროცესის წარმოება;
- აღსაზრდელებისთვის ინგლისური ენის სწავლება;
- ჯგუფური და საჭიროებისამებრ, ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება;
- თანამედროვე კლასგარეშე რესურსებით აღსაზრდელების უზრუნველყოფა მათი სრულყოფილი განვითარების მიზნით;
- აღსაზრდელების მშობლებთან კომუნიკაცია ინფორმაციის მიწოდების მიზნით და საჭიროებისამებრ, კონსულტაციების გაცემა;
- აღზრდის ცენტრის საზეიმო ღონისძიებებში მონაწლეობის მიღება; კონცერტებისთვის და ღონისძიებებისთვის ნომრებისა და ჯგუფების მომზადება;
- საჭიროებისამებრ ანგარიშების წარდგენა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მენეჯერისთვის;
- ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპტენეციის ფარგლებში აღსაზრდელების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- კომპტენეციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- უმაღლესი განათლება ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით;
გამოცდილება
- სკოლამდელი ან სასკოლო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
სამუშაო პირობები:
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - მოქნილი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ირ. სხირტლაძის #2