ფსიქოლოგი
03-06-2026 - 21-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ემპათიურ და პროფესიონალ კანდიდატს, რომელიც შეუერთდება სკოლის გუნდს და ხელს შეუწყობს მოსწავლეების ემოციურ, სოციალურ და აკადემიურ კეთილდღეობას.

ძირითადი მოვალეობები

სკოლის ფსიქოლოგი პასუხისმგებელი იქნება მოსწავლეების ფსიქო-ემოციური საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, ინდივიდუალური და ჯგუფური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, ასევე მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე.

პოზიცია მოიცავს:

  • მოსწავლეებთან ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას;
  • საჭიროების შემთხვევაში ჯგუფური აქტივობებისა და პრევენციული პროგრამების დაგეგმვას;
  • მოსწავლეების ქცევითი, ემოციური და სოციალური საჭიროებების შეფასებას;
  • მასწავლებლებისა და მშობლებისთვის რეკომენდაციების მომზადებას;
  • სასკოლო გარემოში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ინკლუზიური კულტურის გაძლიერებას;
  • კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • ბავშვებთან ან მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასკოლო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ემპათია და ეთიკური სტანდარტების დაცვა;
  • ინგლისური ენის ცოდნა კარგ სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს ყურადღებიანი, მშვიდი, სანდო, ორგანიზებული და მოსწავლეზე ორიენტირებული. ასევე უნდა შეეძლოს განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფების საჭიროებების გააზრება და მათთან შესაბამისი კომუნიკაცია.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<