კლასის დამრიგებელი / მასწავლებელი (ქართული პროგრამა) - წავკისი
07-07-2026 - 07-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ევროპული სკოლა ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და მოსწავლეზე ორიენტირებულ კლასის დამრიგებელს / მასწავლებელს ქართული პროგრამისთვის (დაწყებითი) წავკისში, რომელიც კლასის დამრიგებლის ფუნქციებთან ერთად შეასწავლის მოსწავლეებს შემდეგ საგნებს: „ბუნება“ და „მე და საზოგადოება“.

ეს არის საინტერესო შესაძლებლობა პროფესიონალისთვის, რომელიც მზად არის ხელი შეუწყოს მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და პიროვნულ განვითარებას, შექმნას პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემო და სწავლების პროცესში გამოიყენოს მოსწავლეზე ორიენტირებული და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები.

ძირითადი მოვალეობები:

  • სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის, დასწრებისა და ქცევის მონიტორინგი;
  • მოსწავლეთა სოციალური და ემოციური განვითარების მხარდაჭერა;
  • პოზიტიური, უსაფრთხო და მხარდამჭერი საკლასო გარემოს ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეებთან რეგულარული ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა მათი საჭიროებების გათვალისწინებით;
  • მშობლებთან, საგნის მასწავლებლებთან, შესაბამის კოორდინატორებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან რეგულარული და ეფექტური კომუნიკაცია;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • საგნების „ბუნება“ და „მე და საზოგადოება“ სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისად;
  • გაკვეთილების დაგეგმვა, შესაბამისი სასწავლო რესურსებისა და აქტივობების მომზადება;
  • სასწავლო პროცესში პრაქტიკული, ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენება;
  • სკოლის შინაგანაწესის, პროცედურებისა და ქართული პროგრამის მოთხოვნების დაცვა;
  • აკადემიურ გუნდთან თანამშრომლობა მოსწავლეთა წარმატებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება განათლების, პედაგოგიკის, საბუნებისმეტყველო ან სოციალური მეცნიერებების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • სასურველია სკოლაში მუშაობის ან სწავლების გამოცდილება;
  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კლასის მართვისა და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ეროვნული სასწავლო გეგმისა და თანამედროვე სწავლა-სწავლების მიდგომების ცოდნა;
  • ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

რას გთავაზობთ:

  • მხარდამჭერ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • თანამედროვე სასწავლო გარემოსა და რესურსებს;
  • გამოცდილ და დინამიკურ აკადემიურ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!