შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას ექიმის პოზიციაზე.
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
თანამდებობის მიზანი: მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა და კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესში მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის პირველად დახმარების გაწევასა და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების/მანიპულაციების ჩატარებას;
- აღრიცხავს სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებულ მიმართვებს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეაქვს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხო ფორმაში;
- საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჯანმრთელობაზე დაკვირვებას გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ და ამის თაობაზე მშობლებთან მუდმივ კომუნიკაციას;
- სკოლის ტერიტორიაზე რეგულარულად ამოწმებს ჰიგიენურ მდგომარეობას;
- აწარმოებს მოხმარებული მედიკამენტების და სამედიცინო მასალების აღრიცხვას, აკონტროლებს მედიკამენტებს და სახარჯი მასალების ვარგისიანობის ვადებს, მოხმარებიდან იღებს ვადაგასულ მედიკამენტებს და ახდებს მათ აღრიცხვას ვადაგასული მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების სააღრიცხვო ფორმაში;
- უზრუნველყოფს მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის პერსონალის სამედიცინო/პროფილაქტიკური სწავლების განხორციელებას ჰიგიენის, რეპროდუციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სხვა საკითხვების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: პედიატრია, საოჯახო მედიცინა, ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი.
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება სასურველია პედიატრად / მკურნალ ექიმად.