AP ფსიქოლოგიის მასწავლებელი / AP Psychology Teacher
15-07-2026 - 20-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

AP ფსიქოლოგიის მასწავლებელი - ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამა

ევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას AP ფსიქოლოგიის მასწავლებლის პოზიციაზე ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამაში - American School of Advanced Studies (ASAS).

ჩვენ ვეძებთ ფსიქოლოგიის სფეროში ღრმა ცოდნის მქონე, მოტივირებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ პედაგოგს, რომელიც წარმართავს კოლეჯის დონის, აკადემიურად ინტენსიურ სასწავლო პროცესს College Board-ის AP Psychology პროგრამის შესაბამისად და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კვლევითი, ანალიტიკური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარების განვითარებას.

სამუშაო ენა - ინგლისური

ძირითადი მოვალეობები

  • AP ფსიქოლოგიის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება College Board-ის AP Psychology Course and Exam Description-ის მოთხოვნების შესაბამისად

  • ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებების სწავლება, მათ შორის: ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები, კოგნიცია, სწავლა, განვითარება, სოციალური ფსიქოლოგია, პიროვნება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა

  • სამეცნიერო კვლევის მეთოდების, ეთიკური პრინციპებისა და მონაცემთა ანალიზის ინტეგრირება სასწავლო პროცესში

  • საინტერესო და აკადემიურად ინტენსიური გაკვეთილების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების, კვლევითი ინტერესისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობის განვითარებას

  • მოსწავლეთა მომზადება AP Psychology გამოცდისთვის მიზნობრივი სწავლების, პრაქტიკული ტესტების, საცდელი შეფასებებისა და საგამოცდო სტრატეგიების გამოყენებით

  • AP სტანდარტებთან და სასწავლო მიზნებთან შესაბამისი განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასებების მომზადება და ჩატარება

  • ინკლუზიური, პატივისცემაზე დაფუძნებული და აკადემიურად მომთხოვნი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განვითარებასა და კეთილდღეობას

  • მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის რეგულარული მონიტორინგი, შეფასება და შედეგების კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან

  • დასწრების, შეფასებებისა და აკადემიური მონაცემების ზუსტი აღრიცხვა სკოლის პოლიტიკის შესაბამისად

  • სასწავლო ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური შედეგების გასაუმჯობესებლად

  • კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ინტერდისციპლინარული პროექტებისა და პროგრამის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობის მიზნით

  • პედაგოგიურ შეხვედრებში, პროფესიული განვითარების აქტივობებსა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა

  • American School of Advanced Studies-ის მისიის, ღირებულებებისა და პოლიტიკის დაცვა და პროფესიული სტანდარტების მაღალ დონეზე შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, განათლებაში ან შესაბამის სფეროში; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად

  • საშუალო სკოლის ან უმაღლესი განათლების საფეხურზე ფსიქოლოგიის სწავლების გამოცდილება

  • College Board-ის AP Psychology სასწავლო პროგრამისა და შეფასების პრაქტიკის საფუძვლიანი ცოდნა

  • კვლევის მეთოდების, მონაცემთა ანალიზისა და ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებების სწავლების უნარი

  • ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და კლასის მართვის ძლიერი უნარები

  • თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი პედაგოგიური მეთოდების გამოყენების უნარი

  • მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა და მოსწავლეთა აკადემიური წარმატების ხელშეწყობისადმი მაღალი პასუხისმგებლობა

  • პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისადმი მზაობა

  • ინგლისური ენის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე

სასურველი კვალიფიკაცია

  • AP Psychology-ის სწავლების გამოცდილება

  • IB Psychology-ის, A-Level Psychology-ის ან სხვა გაძლიერებული საშუალო სკოლის პროგრამის სწავლების გამოცდილება

  • American School-ის ან საერთაშორისო სკოლის გარემოში მუშაობის გამოცდილება

  • AP გამოცდებისთვის მოსწავლეთა მომზადებისა და AP სტანდარტებთან შესაბამისი შეფასებების შემუშავების გამოცდილება


AP Psychology Teacher - ASAS

European School is announcing a vacancy for the position of AP Psychology Teacher at the American School of Advanced Studies (ASAS).

We are looking for a knowledgeable, motivated, and student-centered educator who will deliver a rigorous, college-level curriculum aligned with the College Board AP Psychology framework and support students in developing critical thinking, research, analytical, and evidence-based reasoning skills.

Working Language - English

Key Responsibilities

  • Plan and deliver AP Psychology lessons in alignment with the College Board AP Psychology Course and Exam Description

  • Teach the major content areas of psychology, including biological bases of behavior, cognition, learning, development, social psychology, personality, and mental and physical health

  • Integrate scientific research methods, ethical principles, and data analysis into classroom instruction

  • Develop engaging and academically rigorous lesson plans that promote critical thinking, inquiry, and evidence-based reasoning

  • Prepare students for the AP Psychology Exam through targeted instruction, practice assessments, mock examinations, and exam-taking strategies

  • Design and administer formative and summative assessments aligned with AP standards and learning objectives

  • Foster an inclusive, respectful, and academically challenging learning environment that supports student growth and well-being

  • Monitor and assess students’ academic progress and communicate results regularly to students, parents, and school administration

  • Maintain accurate records of attendance, grades, and assessment data in accordance with school policies

  • Utilize instructional technology and a variety of teaching strategies to enhance student engagement and academic achievement

  • Collaborate with colleagues and administrators to support interdisciplinary initiatives and continuous program improvement

  • Participate in faculty meetings, professional development activities, and school events as required

  • Uphold the mission, values, and policies of the American School of Advanced Studies and maintain the highest standards of professionalism

Qualification Requirements

The candidate should have:

  • A bachelor’s degree in Psychology, Education, or a related field; a master’s degree will be considered an advantage

  • Previous experience teaching Psychology at the high school or college level

  • Strong knowledge of the College Board AP Psychology curriculum and assessment practices

  • Ability to teach psychological research methods, data analysis, and the major content areas of psychology

  • Excellent communication, organizational, and classroom management skills

  • Ability to use instructional technology and a variety of modern teaching strategies

  • A student-centered approach and a strong commitment to student success

  • Commitment to continuous professional growth and improvement of teaching practice

  • Professional-level proficiency in English

Preferred Qualifications

  • Previous experience teaching AP Psychology

  • Experience teaching IB Psychology, A-Level Psychology, or another advanced secondary-level programme

  • Experience working in an American or international school setting

  • Experience preparing students for AP examinations and developing assessments aligned with AP standards

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!