შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე
სკოლის შესახებ
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს: საბავშვო ბაღს, ქართულ პროგრამას, IB (PYP/MYP/DP) და ამერიკულ უმაღლესი სკოლა.
თანამდებობრივი მიზანი:
სკოლის მოსწავლეების უსაფრთხო, დროული და კომფორტული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დადგენილი მარშრუტისა და გრაფიკის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის წესების, უსაფრთხოების სტანდარტებისა და სკოლის შიდა რეგულაციების სრული დაცვით. ასევე, სატრანსპორტო საშუალების გამართული ექსპლუატაციის ხელშეწყობა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მგზავრობის პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
- დილის საათებში მოსწავლეების უსაფრთხოდ მოყვანა სკოლაში;
- საღამოს 17:00 საათზე მოსწავლეების საცხოვრებელ მისამართებზე დაბრუნება;
- სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო და გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და სკოლის უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, ავტობუსის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- D კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ავტობუსის ან სამგზავრო ტრანსპორტის მართვის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- ბავშვებთან კომუნიკაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
სამუშაო გრაფიკი :
ორშაბათი- პარასკევი
არა სრული განაკვეთი.