იმერსიული ტექნოლოგიების ასისტენტი / Immersive Tech Assistant
06-07-2026 - 28-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

იმერსიული ტექნოლოგიების ასისტენტი

ევროპული სკოლა ეძებს კრეატიულ, თანამშრომლობაზე ორიენტირებულ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ იმერსიული ტექნოლოგიების ასისტენტს.

ეს არის საინტერესო შესაძლებლობა პროფესიონალისთვის, ვისაც სურს დაეხმაროს მასწავლებლებს VR, AR და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში მიზნობრივად ინტეგრაციაში და შექმნას იმერსიული სასწავლო გამოცდილებები, რომლებიც კონკრეტულ აკადემიურ მიზნებს ემსახურება.

პოზიცია არის ნახევარ განაკვეთზე და გულისხმობს მოქნილ, მოთხოვნის შესაბამისად დაგეგმილ სამუშაო გრაფიკს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილების დაგეგმვა და იმერსიული აქტივობების სასწავლო მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • მასწავლებლებისთვის კონსულტაციის გაწევა იმ შემთხვევების განსაზღვრაში, როდესაც იმერსიული ტექნოლოგიების გამოყენება რეალურ საგანმანათლებლო ღირებულებას ქმნის
  • გაკვეთილის მიზნებისა და წარმატების კრიტერიუმების მასწავლებელთან ერთად განსაზღვრა
  • კონკრეტული საგნობრივი და სასწავლო საჭიროებებისთვის VR, AR და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიური რესურსების მოძიება და კვლევა
  • აპლიკაციების, ციფრული კონტენტის და პლატფორმების შესაბამისობისა და უსაფრთხოების შეფასება
  • თითოეული გაკვეთილისთვის შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შერჩევა და რეკომენდაცია
  • საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური იმერსიული სასწავლო რესურსების შექმნა
  • არსებული ციფრული და იმერსიული კონტენტის კონკრეტული გაკვეთილის საჭიროებებზე მორგება
  • საკლასო გამოყენებისთვის მასალებისა და პრაქტიკული გზამკვლევების მომზადება
  • VR მოწყობილობებთან, AR აპლიკაციებთან, 360° კონტენტთან, 3D მოდელებთან, იმერსიულ სიმულაციებთან და შერეული რეალობის ტექნოლოგიებთან მუშაობა
  • ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და სწავლების მეთოდების მუდმივი შესწავლა
  • სესიების დაგეგმვა მასწავლებლების მიერ მოთხოვნილი დროისა და სასწავლო საჭიროებების შესაბამისად
  • VR მოწყობილობების, მომხმარებლის ანგარიშებისა და ციფრული რესურსების ბიბლიოთეკის მართვა და ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად;
  • მასწავლებლებთან თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • ორგანიზებულობა, მოქნილობა და ცვალებად სამუშაო გრაფიკთან ადაპტაციის უნარი;
  • იმერსიული ტექნოლოგიებისა და პედაგოგიკის მიმართ ძლიერი ინტერესი;
  • მასწავლებელზე და სასწავლო საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • კრეატიულობა და რესურსების ეფექტურად მოძიებისა და გამოყენების უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების მუდმივად შესწავლის სურვილი;
  • VR/AR მოწყობილობებთან და განვითარებად საგანმანათლებლო ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • 3D ან 360° კონტენტის შექმნის ან რედაქტირების უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასწავლო გეგმისა და გაკვეთილის დაგეგმვის პროცესის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • განათლების ან სასწავლო ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

  • VR, AR, 360° კონტენტთან, შერეულ რეალობასა და სხვა განვითარებად საგანმანათლებლო ტექნოლოგიებთან პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობა;
  • პროფესიული განვითარების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და სერტიფიცირების შესაძლებლობები;
  • მასწავლებლებთან და ინოვაციური ტექნოლოგიების სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • შესაძლებლობა, უშუალო გავლენა მოახდინოთ საკლასო სწავლების გამოცდილებასა და მოსწავლეთა ჩართულობაზე;
  • კრეატიული თავისუფლება ახალი რესურსებისა და იმერსიული სასწავლო გამოცდილებების შექმნის პროცესში;
  • საერთაშორისო და მრავალკულტურული სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და სკოლის იმერსიული სწავლების პრაქტიკის განვითარებაში წამყვანი როლის ეტაპობრივად აღების შესაძლებლობა.

Immersive Tech Assistant

The European School is seeking a creative, collaborative, and emerging-technology-oriented Immersive Tech Assistant.

This is an exciting opportunity for a professional who is passionate about helping teachers integrate VR, AR, and other emerging technologies into teaching and learning in a purposeful way and creating immersive learning experiences that support clear academic objectives.

This is a part-time position with a flexible schedule based on teacher requests and learning needs.

Key Responsibilities:

  • Co-plan lessons with teachers to ensure that immersive activities align with clear learning aims;
  • Advise teachers on where immersive technology can add genuine educational value;
  • Define learning objectives and success criteria together with subject teachers;
  • Research VR, AR, and emerging technology resources for specific subject and learning needs;
  • Evaluate applications, digital content, and platforms for suitability and safety;
  • Recommend the most appropriate technology or resource for each lesson;
  • Create custom immersive learning resources when suitable materials are not available;
  • Adapt existing digital and immersive content to meet specific lesson requirements;
  • Prepare classroom materials and practical guides for teachers and students;
  • Work with VR headsets, AR applications, 360° content, 3D models, immersive simulations, and mixed-reality technologies;
  • Stay up to date with new and emerging technology tools and teaching methods;
  • Schedule immersive technology sessions around teacher-requested times and learning needs;
  • Maintain and organize VR devices, user accounts, and the school’s digital resource library.

Requirements:

  • Good command of English, both written and spoken;
  • Strong collaboration and communication skills when working with teachers;
  • Strong organizational skills, flexibility, and reliability within a varied schedule;
  • Strong interest in immersive technology and pedagogy;
  • Teacher-focused and learning-oriented approach;
  • Creative and resourceful problem-solving skills;
  • Curiosity and a commitment to continuous learning;
  • Experience with VR/AR headsets and emerging classroom technologies is an advantage;
  • Ability to create or edit 3D or 360° content is an advantage;
  • Familiarity with curriculum and lesson planning is an advantage;
  • Background in education or learning technology is an advantage.

What We Offer:

  • Hands-on experience with VR, AR, 360° content, mixed reality, and other emerging educational technologies;
  • Professional development opportunities, including training, workshops, and certifications;
  • Opportunity to collaborate closely with teachers and innovation technology specialists;
  • Opportunity to make a direct impact on classroom learning experiences and student engagement;
  • Creative freedom to develop new resources and immersive learning experiences;
  • International and multicultural work environment;
  • Room for professional growth and the opportunity to take an increasingly active role in developing the school’s immersive learning practice;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!