შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
პოზიციის მიზანი:
ევროპული სკოლის მაღაზიის გუნდის მართვა, რაც უზრუნველყოფს მაღაზიაში მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას, გაყიდვების დინამიკის გაუმჯობესებას და მართვას. მაღაზიის მენეჯერი წარმოადგენს შუამავალ რგოლს სკოლის ხელმძღვანელობასა და მაღაზიის თანამშრომლებს შორის, უზრუნველყოფს პოზიტიურ კომუნიკაციას სკოლის თანამშრომლებთან და მომხარებელთან. ანგარიშვალდებულია უშუალო ხელმძრვანელთან.
მაღაზიის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერა და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
- მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
- ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის პერსონალის მართვა;
- მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
- გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპანიის მიერ დამტკიცებული პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში);
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
სამუშაო გამოცდილება:
- გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა.